უკვე მეორედ ლოგიკმეტრის ხატვის კონკურსი!

 

გაეცანი ნაწყვეტს, მაქსიმალურად შეეცადე აზრი ლოგიკური სიზუსტით გადაიტანო ფურცელზე და მოიგე ტაბლეტი (Amazon fire).

 

 

 

კონკურსის წესები და პირობები შემდეგია:

 აუცილებელია მონაწილე იყოს 7 დან 12 წლამდე

კონკურსანტმა უნდა წაიკითხოს, მოცემული ნაწყვეტი (იხილეთ ბმული), რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საშუალების გამოყენებით უნდა დახატოს ნახატი.

მონაწილემ შესრულებული ნამუშევარი უნდა დაასკანეროს და გამოგვიგზავნოს ლოგიკმეტრის ელექტრონულ ფოსტაზე (info@logicmeter.com)

გამოგზავნილ ნამუშევარს უნდა დაურთოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ნომერი.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გამოგზავნილი ნახატები დაიდება მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, ხოლო კვირას გამოგზავნილი, ორშაბათს, დღის ბოლომდე.

ნახატების მიღება 10 მარტს შეწყდება.

ბავშვის მიერ შესრულებული ორიგინალი ნახატი აუცილებლად უნდა შეინახოთ, იმ შემთხვევაში თუ ვერ წარმოადგენთ მონაწილე კონკურსიდან მოიხსნება.

ბავშვის ნამუშევართან დაკავშირებით გაჩენილი ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მონაწილეს მოუწევს იდენტური ნახატი ლოგიკმეტრში დახატოს.

ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ბავშვის ფანტაზიით, პლაგიატობის (გადახატვის) შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება კონკურსიდან.

ლოგიკმეტრის პირველი ხატვის კონკურსის („მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში“) გამარჯვებული სამეული, მეორედ კონკურსში ვეღარ ჩაერთვება.

 

გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომლის ნაშრომიც 31 მარტის 00:00-საათის მონაცემებით დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას (like) ლოგიკმეტრის გვერდზე.

მეორე გამარჯვებულს შეარჩევს ლოგიკმეტრის გუნდი და გადასცემს პრიზს.

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს დავუკავშირდებით.

 

ლოგიკმეტრი უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს ნახატები, რომლებიც არ შეესაბამება თემას ან არის უხამსი ან მუქარის შემცველი!
დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 200 229.