ხატვის კონკურსი

 

ხატვის კონკურსი

ძველი ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ ხმელეთი მწოლიარე ღმერთია და ტანზე ხეები და მცენარეები ეზრდება. მათ სწამდათ, რომ ზეცა ხმელეთის თავზე გადაფარებული ქალღმერთია, ხოლო ვარსკვლავები - მისი სამოსის შესამკობი ძვირფასი ქვები.
საუკუნეების მანძილზე სჯეროდათ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. მეზღვაურებს ეგონათ, თუ მის კიდეს მიაღწევდნენ ურჩხულებს ჩაუცვივდებოდნენ ხახაში. ზოგი მეზღვაური ფიქრობდა, რომ შორეული ნაოსნობისას ქვეყნიერების ბოლოს ზღვა და ცეცხლოვანი ხმელეთი დახვდებოდა.