ჩვენ შესახებ

ლოგიკმეტრი

ლოგიკმეტრის მისია მომავალი თაობების განათლების მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მოზარდებს წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებაში ადრეული ასაკიდან.

___________________________________________________________

ლოგიკმეტრი ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ დაფუძნდა. ყველაზე დიდი დრო გუნდის წევრების შერჩევას დავუთმეთ. თითოეული ჩვენგანი მოტივირებული და მონდომებულია, რომ მომავალ თაობებს უმაღლესი სტანდარტების საგანმანათლებლო რესურსი მოუმზადოს. - რესურსი, რომელიც იქნება ინოვაციური, სახალისო, ტექნოლოგიურად შთამბეჭდავი და კონკრეტული უნარების განვითარებისაკენ მიმართული. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მოზარდი თაობის წინაშე და ჩვენი მხრიდან დიდ სულისკვეთებას მოითხოვს. გუნდი მოიცავს მათემატიკოსების, წიგნიერებაზე მომუშავე ექსპერტების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებისა და ილუსტრატორთა ჯგუფებს. ასევე, ფინანსური და საოპერაციო მართვის რგოლებს. სტრუქტურული დივერსიფიკაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფუნქციების მქონე ადამიანებს საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. ესენია:

________________________________________________________________________________________________________________________

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©

2 200 229