მესამე საფეხური
» სხვადასხვა (მსოფლიოს მერვე საოცრება?!)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სხვადასხვა (მსოფლიოს მერვე საოცრება?!)

1782 წელს ცეილონიდან (თანამედროვე შრი-ლანკა) ინგლისში მიმავალი გემი „გროსვენორი"  ჩაიძირა. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟი და მგზავრები, სულ 150 კაცი, მათ შორის 6 ბავშვი. სანავიგაციო შეცდომის გამო, ხომალდი ნაპირიდან სულ რაღაც 150 მეტრით დაშორებულ კლდეს შეეჯახა და ორად გაიხლიჩა.

 

გადმოცემის მიხედვით, განძით სავსე გემი სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან ახლოს ზღვის ფსკერზე ჩაძირული უნდა იყოს. გემზე იყო თვალ-მარგალიტით სავსე 19 სკივრი, 720 ოქროსა და 1450 ვერცხლის ზოდი, ფარშევანგებით შემკული სკამი. ეს სკამი დღემდე დამზადებული ავეჯიდან  ყველაზე ძვირფასია. მასიური ოქროსგან დამზადებული, ლომისფეხებიანი და ბორბლიანი, ფარშავანგებით მოჭედილი სკამი, რომელიც ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი ქვებითაა შემკული, ლამის მსოფლიოს მე-8  საოცრებად მიიჩნევა. ამ განძის საერთო  ღირებულება 60 მილიონ ევროს აჭარბებს. 

 

1919 წელს მოეწყო დიდი საძიებო ექსპედიცია, რომელშიც ცნობილი ინგლისელი მწერალი სერ არტურ კონან დოილიც იღებდა მონაწილეობას. მან ექსპედიციას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია. თუმცა განძი ვერ იპოვეს. მცოცავმა ქვიშამ და სახიფათო ზვირთცემამ მათი ტექნიკა გაანადგურა.

 

შემდგომში იალქნიანი გემის ტვირთის საკმაოდ მნიშველოვანი, მაგრამ მცირე ნაწილი მაინც აღმოაჩინეს: 1925 წელს ხომალდის კატასტროფის ადგილთან, სანაპიროზე იპოვეს ბრილიანტებით სავსე ტყავის ქისა, რომელიც მილიონები ღირდა. და მაინც, ეს არაფერია აღმოუჩენელ განძთან შედარებით. 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: