მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #8)

მე, ლასემ და ბოსემ სწრაფად მოვრთეთ ნაძვის ხე. მამაც გვეხმარებოდა. სხვენიდან წითელი ვაშლები ჩამოვიტანეთ და თაფლაკვერებთან ერთად ნაძვის ხესთან დავალაგეთ. მერე ბაბუასთან რომ კალათები გავაკეთეთ, იმ კალათებში ქიშმიში და კაკლები ჩავყარეთ. ნაძვის ხეზე დავამაგრეთ პაწაწინა ანგელოზები, რომლებიც დედიკოს ჰქონდა, პატარა რომ იყო. არც სანთლები და დროშები და ნაირნაირი კანფეტები დაგვვიწყებია. ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზი ნაძვის ხე გამოვიდა. ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩით, ლოდინის მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა. ლასემ თქვა, აი, ადამიანი სულ ასე რომ ელის და ელის რაღაცას, იმიტომ ჭაღარავდებაო. ჩვენც ველოდით, ველოდით, ველოდით. მე რამდენჯერმე სარკესთანაც მივირბინე, ხომ არ გავჭაღარავდი-მეთქი. მაგრამ არა, როგორი ყვითელთმიანიც ვიყავი, ისეთივე დავრჩი. ბოსე კი წარამარა მიდიოდა საათთან და უკაკუნებდა. ეგონა, გაჩერდაო.

შობას ლასე ყოველთვის თოვლის პაპასავით გამოეწყობა ხოლმე და საჩუქრებს გვირიგებს.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი