მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #10)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #10)

მე და ბენკას ცხენები ძალიან გვიყვარდა. დამავიწყდა მეთქვა, რომ უპლანდსგათანზე ჩემი მეგობრები მარტო ბენკა და დეიდა ლუნდინი კი არ იყვნენ, იქ კიდევ ერთი მეგობარი მყავდა, კალეპუნტი ერქვა, ლუდის ქარხნის ბებერი ცხენი იყო. კვირაში რამდენჯერმე ქარხნიდან ოთხთვალა მოდიოდა და მაღაზიებისთვის ლუდი მოჰქონდა. დილაობით, სკოლაში ჩემი წასვლის დროს მოდიოდა ხოლმე. მას ყოველთვის ველოდი. კალეპუნტთან ლაპარაკი მინდოდა. ძალიან კარგი ბებერი ცხენი იყო. მისთვის შაქრის ნატეხებს და პურის ქერქებს ვინახავდი. ბენკაც ინახავდა. მასაც უყვარდა კალეპუნტი. ზოგჯერ ცხენის გამო ჩხუბიც მოგვსვლია. ბენკას უჩუმრად კალეპუნტს ყურში ჩავჩურჩულებდი ხოლმე, შენ ხომ ჩემი ცხენი ხარ-მეთქი. თანხმობის ნიშნად კალეპუნტი ცერად გამომხედავდა, თითქოს ჩემი ნათქვამი ესმოდა და მეთანხმებოდა კიდეც. ნეტავ რაში სჭირდებოდა ცხენი ბენკას, დედაც ჰყავდა, მამაც და რაც გინდა, სულო და გულო. ჩემსავით მარტოსული კი არ იყო.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი