მეექვსე საფეხური
» შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

მე ჩემი საქმე მაქვს. ვფიქრობ, მთელ ქვეყანაზე ერთადერთი მაძებარ-კონსულტანტი ვარ. ლონდონში მრავალი სახელმწიფო მაძებარია და მრავალიც - კერძო. როცა ეს ბატონები საქმეს თავს ვერ აბამენ, ჩემთან ცხადდებიან და მეც სწორ გზაზე ვაყენებ ხოლმე. ყველა ფაქტს მიყვებიან და, ჩვეულებრივ, მეც დანაშაულთა ისტორიის ცოდნის საფუძველზე ვახერხებ მათ დახმარებას. არსებობს დიდი მსგავსება დანაშაულთა სახეობებს შორის და თუ ათასობით დანაშაულის წვრილმანები იცით, რაღა თქმა უნდა, ათას მეერთეში გარკვევასაც მოახერხებთ. ლესტრეიდი - ცნობილი მაძებარია - ამას წინათ ერთი თაღლითობის საქმეში ჩაფლავდა და მე მთხოვა დახმარება.

-  თქვენი სხვა მნახველები?

- ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც უბედურება შეემთხვათ და შველას ითხოვენ. მე ვუსმენ მათ მონათხრობს, თვითონაც მისმენენ და გაწეული სამსახურისათვის ჰონორარს მიხდიან.

- ნუთუ იმის თქმა გინდათ, რომ ოთახიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გახსნათ კვანძი, რასაც ვერ ხსნიან ის ადამიანები, რომელთა თვალწინაც ხდებოდა ყველაფერი?

- სრულიად მართალი ხართ. ამ საქმეში კარგად გაწაფული გახლავართ და ცოტაოდენი ინტუიციაც მაქვს. ზოგჯერ უფრო რთული საქმეებიც მხვდება. მაშინ ცოტა ჯახირიც მიხდება და პირადად ვეცნობი საქმის ვითარებას. იცით, საქმის გასაცნობად და ამოცანის გადასაწყვეტად სპეციალური ცოდნით ვსარგებლობ და ეს ძალიან მშველის მუშაობაში, მიმარტივებს საქმეს. ამ სტატიაში გადმოცემული დედუქციის მეთოდები ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს პრაქტიკულ მუშაობაში... დაკვირვება იქცა ჩემს მეორე ბუნებად. აი, თქვენ განცვიფრებული დარჩით, პირველსავე შეხვედრისას რომ გითხარით, ავღანეთიდან ჩამოსულხართ-მეთქი.

- ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ვინმესგან მოისმინეთ.

- ძალიან ცდებით, მაგას რომ ამბობთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავღანეთიდან ჩამოხვედით. ჩემი გონება ხანგრძლივი ვარჯიშის წყალობით ისე სწრაფად მუშაობს, რომ ერთბაშად დავასკვენი: „აი, მედიცინის მსახურის ტიპი, ოღონდ მხედრული იერით. აშკარაა: სამხედრო ექიმია. ახლახან ჩამოსულა ტროპიკებიდან, რადგან მეტისმეტად შავგრემანია, ეს კი მისი კანის ბუნებრივი ფერი არ არის, რადგან მაჯებზე თეთრია. დიდი გაჭირვება და ავადმყოფობა გადაუტანია, რაზედაც მისი გატანჯული სახე მეტყველებს. მარცხენა ხელი დაზიანებული აქვს, რადგან არაბუნებრივად უჭირავს. სად გამოივლიდა ინგლისელი სამხედრო ექიმი ამდენ ჭირ-ვარამს და სად დაიჭრებოდა? რა თქმა უნდა, ავღანეთში.“ ამ აზრებმა ერთ წამში გამიელვა თავში და მეც გითხარით, ავღანეთიდან ჩამოსულხართ-მეთქი. თქვენ კი გაგიკვირდათ.

- არ მეგონა, ასეთი ადამიანები სინამდვილეში თუ არსებობდნენ, - ვუთხარი ღიმილით. 

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი