მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ხატოვანი სიტყვა–თქმანი)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (ხატოვანი სიტყვა–თქმანი)

გამოთქმებს, რომელთაც დაკარგული აქვთ პირდაპირი მნიშვნელობა და გადატანითი მნიშვნელობით ვიყენებთ,  ხატოვანი სიტყვა–თქმანი, ფრთიანი გამოთქმები, უცხო ტერმინით – იდიომები, ზოგჯერ კი ფიგურალური გამოთქმები,  ეწოდება.
 
ხშირად ისე ვიყენებთ ხატოვან გამოთქმებს, რომ არ ვიცით, რატომ ვამბობთ ასე. იდიომები სხვადასხვა წარმოშობისაა. ზოგი ბიბლიიდან მომდინარეობს, ზოგი – ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ეფუძნება. ძალიან ბევრი ანტიკური მითებიდან თუ სხვადასხვა ლეგენდიდან იღებს სათავეს. 
 
გაეცანით რამდენიმე ხატოვანი გამონათქვამის წარმოშობის ისტორიას:
 
დამოკლეს მახვილი
ერთ თავხედ მმართველს, დამოკლეს, დიონისემ ღვინის ღმერთმა ასეთი განსაცდელი მოუვლინა: საზეიმო სუფრაზე ერთი დღით თამადად აირჩია, მის თავზე კი ცხენის ძუით ორლესული მახვილი დაკიდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის სიცოცხლეც ბეწვზეა დაკიდებული და არავინ იცის, როდის „ჩამოწყდება მახვილი",  როდის დასრულდება სიცოცხლე. ასე ასწავლა ჭკუა დიონისემ დამოკლეს და მიახვედრა, რომ ხანმოკლე სიცოცხლის „დახარჯვა" ცუდ საქმეებზე არ ღირს!
 
გორდიას კვანძი
გადაუჭრელი, რთული, დაუძლეველი საქმის ან პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრის შემთხვევაში ამბობენ, გადაჭრა გორდიას კვანძიო. გორდია გლეხი იყო. ის თავისთვის მიდიოდა გზაზე ურმით და მოულოდნელად მეფედ აირჩიეს. თურმე მანამდე წინასწარმეტყველს უთქვამს, ამ გზაზე პირველგამვლელი უნდა გაამეფოთო. გლეხმა მადლობის ნიშნად ზევსს მიუძღვნა თავისი ურემი. საჩუქარი ისეთი კვანძით მიაბა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერავინ გახსნა. მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელმა მოახერხა მისი გადაჭრა მახვილით.
 
ოლიმპიური სიმშვიდე
ეს გამოთქმა მაშინ გამოიყენება, როცა კონკრეტული ადამიანი გასაოცარ და შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. ხატოვან თქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე (ჩრდილოეთ საბერძნეთში), სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა. ოლიმპოს მთავარ ღმერთს ზევსი ერქვა.
 
ეზოპეს ენა
ეზოპეს ენა ნიშნავს სათქმელის გადმოცემას შეფარული, შენიღბული ფორმით.
ეზოპე ბერძენი მეიგავეა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ცხოვრობდა. ეზოპე მონა იყო  და უფლება არ ჰქონდა ადამიანის ნაკლოვანებებზე პირდაპირ ესაუბრა, ამიტომ აირჩია მან აზრის გადმოცემის იგავური ფორმა, ფრინველებსა და ცხოველებზე მოგონილი პატარა ამბებით იგი ადამიანთა ნაკლს ამხელდა. 
 

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: