მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #2)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #2)

უტკბესი და უმწარესი

 

ერთხელ მეფემ ვეზირს უბრძანა: წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ  დედამიწაზე მასზე უტკბესი არაფერი იყოსო.

წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეუწვა, აჭამა და მოეწონა.

ცოტა ხანში მეფემ ისევ იხმო ვეზირი და უბრძანა: წადი, ისეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მასზე უმწარესი არაფერი იშოვებოდესო!

წავიდა ვეზირი, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

მეფემ ვეზირს მიმართა: მწარე ვისურვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო?!

ვეზირმა მიუგო: არაფერია ენაზე მწარე და არაფერია ენაზე ტკბილი ქვეყნადო.

 

ენით დაკოდილი

 

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. ერთხელაც, მიიწვია კაცმა დათვი და მოალხენინა. გამოთხოვებისას კაცმა აკოცა ძმობილს და ცოლსაც აკოცნინა დათვისთვის.

ქალს დათვის სიმყრალე ეცა, გადააფურთხა და თქვა:

- პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო!

წავიდა დათვი.

შემდეგ კაცი ეწვია დათვს და თან ცული წაიღო, გზად ხეს მოვჭრი და წამოვიღებო!

დათვმა დაიჟინა:

- თავზე ერთი ცული დამკარო!

კაცმა უარი უთხრა. დათვი არ მოეშვა. კაცმაც დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.

მეორე თვეს კვლავ შეხვდნენ: დათვს თავი გამთელებოდა.

დათვმა უთხრა:

- ძმაო, შენი ცულით გაპობილი თავი გამიმთელდა, მაგრამ შენი ცოლის ენით გაპობილი გული - არაო.

 

 

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი