მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #7)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #7)

მეშვიდე პლანეტა, რომელსაც იგი ეწვია, დედამიწა იყო. დედამიწაზე რომ დადგა ფეხი, პატარა უფლისწულს ძალიან გაუკვირდა, რომ ვერავინ დაინახა. ის უდაბნოში იყო.

ამ დროს მელია გამოჩნდა.

- გამარჯობა, - მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.

- გაგიმარჯოს, - თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა

- ვინა ხარ? - შეეკითხა პატარა უფლისწული, - სანდომიანი იერი გაქვს...

- მე მელია ვარ, - მიუგო მელიამ.

- მოდი მეთამაშე, - შესთავაზა პატარა უფლისწულმა,

- ძალიან უბედური ვარ. - შენთან თამაში არ შემიძლია, - მიუგო მელიამ, - მე მოუშინაურებელი მელია ვარ.

- მომიტევე, - უთხრა პატარა უფლისწულმა. და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა: - რა არის „მოშინაურება“?

- შენ აქაური არ უნდა იყო, - უთხრა მელიამ, - რას დაეძებ აქ?

- ადამიანებს დავეძებ, - თქვა პატარა უფლისწულმა - რა არის „მოშინაურება“?

- ადამიანებს, - თქვა მელიამ, - თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?

- არა, - მიუგო პატარა უფლისწულმა. - მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“?

- ეს მიჩვევას ნიშნავს.

- მიჩვევას?

- სწორედ მაგას, - მიუგო მელიამ. - შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის... ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს. - სიამოვნებით მოგიშინაურებდი, - მიუგო პატარა უფლისწულმა - მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.

- მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, - თქვა მელიამ. - ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.

ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. 

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი