მეოთხე საფეხური
» მითები და ლეგენდები (რომი)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (რომი)

რომი თავდაპირველად პატარა სოფელი იყო, რომელიც მდინარე ტიბრის მახლობლად მდებარეობდა. დროთა განმავლობაში აქ სხვა სოფლებიც გაშენდა და ბოლოს ქალაქად იქცა.

 

რომაული ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომულუსმა დააარსა. ჩვილი რომულუსი და მისი ტყუპი ძმა ტიბრის ნაპირზე დატოვეს. ისინი ძუ მგელმა იპოვა და გამოკვება, შემდეგ კი მწყემსმა გაზარდა. როდესაც ტყუპები გაიზარდნენ, მათ ტიბრის ნაპირებზე ქალაქის აგება გადაწყვიტეს, მაგრამ ერთმანეთში დავა მოუვიდათ. რომულუსმა ძმა მოკლა და ქალაქს თავისი სახელი უწოდა.

 

ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ქრისტეს დაბადებამდე. ქალაქი თანდათანობით იზრდებოდა და ლამაზდებოდა. დიდი ხნის მანძილზე რომს მეფეები მართავდნენ, შემდეგ კი უკანასკნელი მეფე ქალაქიდან განდევნეს და რომი რესპუბლიკა გახდა. რომის რესპუბლიკას მართავდა სენატი, რომელიც ქალაქის ყველაზე გავლენიანი ოჯახების წევრებისგან შედგებოდა. სენატის წინამძღოლობით რომაელებმა თანდათან მთელი იტალია დაიპყრეს. რომის პირველი იმპერატორი ავგუსტუსი იყო, რაც „ღვთაებრივს“ ნიშნავს. 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: