მეოთხე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (რა დაინახა გალილეო გალილეიმ ტელესკოპით?)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ცნობილი ადამიანები (რა დაინახა გალილეო გალილეიმ ტელესკოპით?)

მაშინ, როდესაც იტალიის ულამაზეს ქალაქ პიზაში ცნობილი ფიზიკოსი გალილეო გალილეი დაიბადა, ოკეანეში გემები უკვე დაცურავდნენ, მაგრამ მიწების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ აღმოეჩინათ, მსოფლიო საოცრებათა სკივრს ჰგავდა, სამყარო კი ყველაზე დიდი გამოცანა იყო.

შეიძლება ახლა დაუჯერებელი გვეჩვენოს, მაგრამ ყველას ეგონა, რომ სამყაროს ცენტრს დედამიწა წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი პლანეტები და მზე მის გარშემო ბრუნავდნენ.

რვა წლამდე გალილეოს განათლებაზე მშობლები ზრუნავდნენ, მამამისი მუსიკოსი იყო, თუმცა თავს ვაჭრობით ირჩენდა. მან თავის პატარას ბარბითზე დაკვრაც კი ასწავლა, მაგრამ არ სურდა, რომ გალილეო მუსიკოსი გამხდარიყო. ერჩივნა, ბიჭს მედიცინა შეესწავლა და ცხოვრება უკეთ მოეწყო.

გალილეო გონიერი, მორჩილი და გულკეთილი ყმაწვილი იყო. ძალიან უყვარდა ბავშვებთან თამაში და გართობა. მათგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა - ყველა მოვლენის მიზეზის ახსნას ცდილობდა. განსაკუთრებით ულამაზესი, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა იპყრობდა მის ყურადღებას.

მას შემდეგ, რაც მე-17 საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიელმა ლინზების ოსტატებმა პირველი ტელესკოპები გააკეთეს და მათი გაყიდვა დაიწყეს, დიდი დრო არ გასულა და ასეთი ტელესკოპი გალილეო გალილეიმაც შეიძინა. მან გააუმჯობესა ეს ხელსაწყო და ციური სხეულების შესასწავლად გამოიყენა.

ზეცაზე დაკვირვების დროს გალილეომ უამრავი საოცრება აღმოაჩინა: მთვარის მთიანი ზედაპირი, იუპიტერისა და მარსის თანამგზავრები, სატურნის რკალები, ვენერას ფაზები. თავად მზესაც კი ლაქები ჰქონდა და საკუთარ ღერძზე ბრუნავდა! 

გალილეო წლების განმავლობაში ღამეებს ათენებდა, რათა სამყაროს დაჰკვირვებოდა და საჭირო ჩანაწერები გაეკეთებინა.

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: