მეოთხე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (მარკო პოლო და მისი მოგზაურობა ჩინეთში)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ცნობილი ადამიანები (მარკო პოლო და მისი მოგზაურობა ჩინეთში)

მარკო პოლოს მოგზაურობის შესახებ ევროპაში შემთხვევით შეიტყვეს. ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის დროს მარკო გენუელებმა ტყვედ ჩაიგდეს. საპყრობილეში მწერალ რუსტიკელოს შეხვდა და თავისი მოგზაურობის შესახებ მოუთხრო. მათ ერთად დაწერეს ამ მოგზაურობის ამბავი, რის წყალობითაც მარკო პოლომ მთელ ევროპაში გაითქვა სახელი.

 

ევროპამ პირველად მისგან გაიგო ჩინეთის, როგორც სანელებლების, აბრეშუმისა და ფაიფურის ქვეყნის შესახებ, სადაც მდიდარი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქები ყოფილა - გადახდის საშუალებად ქაღალდის ფულს, ხოლო სათბობად შავ ქვებს (ქვანახშირს) იყენებდნენ, კარგად აღჭურვილი გემებით ზღვაში დაცურავდნენ და კეთილმოწყობილ გზებზე დადიოდნენ. 

 

მარკო პოლოს ამბავი ევროპელთათვის შოკიც იყო და გამოწვევაც. ისინი უნდა შეგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ გარდა ქრისტიანული რელიგიისა, რომელიც იმ პერიოდში ყველზე პოპულარული იყო, არსებობდა სხვა რელიგიებიც, რომლებიც სრულიად განსხვავებულ აზროვნებას ეფუძნებოდა. იმავდროულად, მარკო პოლომ გზა გახსნა აღმოსავლეთის საგანძურისკენ. ევროპელებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ ეწარმოებინათ ვაჭრობა შორეული აღმოსავლეთის ზღაპრულად მდიდარ მმართველებთან.

 

მარკო პოლოს მოგზაურობამ დასაბამი მისცა ევროპული აღმოჩენების ერას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა.

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: