მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (ჩინელები)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სხვადასხვა (ჩინელები)

მაშინ, როცა ხმელთაშუა ზღვის გარშემო რომაელები ძლევამოსილ იმპერიას ქმნიდნენ, რომელიც ესპანეთიდან არაბეთამდე იყო გადაჭიმული, აღმოსავლეთში, რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით, ჩინეთში დიდი კულტურა ვითარდებოდა, გრძელი სანაპირო ზოლის წყალობით ჩინელები ძალიან ადრე გავიდნენ ზღვაში. მათ ღია ზღვაში სანაოსნოდ გამოსადეგი გემები და ჯონკები შექმნეს, ასევე ვარსკვლავების მიხედვით ცურვის მეთოდები ჩინებულად აითვისეს. ჩინელებმა გამოიგონეს კომპასიც. ევროპელებამდე უკვე 400 წლით ადრე იცოდნენ კომპასის მაგნიტური თვისებების შესახებ. 

 

ჩინელები რეგულარულად დაცურავდნენ კორეაში, ინდოეთსა და იავაზე, მოგვიანებით აფრიკის სანაპიროსაც მიადგნენ. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკამდე, თვით ავსტრალიამდეც კი მიაღწიეს.

 

ჩინელებმა ხმელეთზეც ბევრი რამ აღმოაჩინეს: ისინი თავიანთი იმპერიის დასავლეთ ნაწილში ჰუანგრეს წყაროების ძებნაში მაღალმთიან ადგილებამდეც მივიდნენ. იმპერატორის წარგზავნილმა ჩანგ ჩიენმა პამირის მთების გავლით დღევანდელი უზბეკეთის ტერიტორიამდე მიაღწია. აშკარაა, რომ რამდენჯერმე რომაელები და ჩინელები ერთმანეთსაც შეხვდნენ; ორივე იმპერია სარგებლობდა აბრეშუმის სავაჭრო გზით და უდავოდ ჰქონდათ ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ. თუმცა, ვაჭრები ერიდებოდნენ ამ სავაჭრო გზების გასწვრივ მცხოვრებ ხალხებთან ხშირ კონტაქტს, შემოსავლიან ვაჭრობაში ხელი რომ არ შეშლოდათ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: