მეოთხე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ღმერთების ოჯახი)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (ღმერთების ოჯახი)

ბერძნები თვლიდნენ, რომ 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, რომელთაც ოლიმპიელებს უწოდებდნენ, ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდა. ღმერთების ამ ოჯახის უძლიერესი წევრებისთვის ბერძნებმა არაერთი ულამაზესი ტაძარი ააგეს.

ზევსი, კრონოსისა და რეას ვაჟი, ღმერთების მეფედ ითვლებოდა. მას ხელთ ელვის ისრები ეპყრა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზევსი ზეცის ბინადართ შორის უძლიერესი იყო. ჰერა, ზევსის ცოლი და ზეცის დედოფალი, პატარძლებს მფარველობდა. მის სიმბოლოდ მამალი ფარშევანგი ითვლებოდა. ზევსს სხვა ცოლებიც ჰყავდა და მრავალი ღმერთისა თუ ქალღმერთის მამა იყო.

ზღვისა და მიწისძვრის ღმერთი ზევსის ძმა პოსეიდონი იყო. პოსეიდონი სამკაპა შუბს ატარებდა.

სიბრძნის ქალღმერთს, ზევსისა და მეტიდას ქალიშვილს, ათენას უწოდებდნენ. ამ მამაც მეომარს მუზარადით, ფარითა და შუბით გამოხატავდნენ.

აფროდიტე, ზევსისა და დიონეს ქალიშვილი, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთად ითვლებოდა. ლეგენდის თანახმად, აფროდიტე ზღვამ შობა.

აპოლონი სინათლისა და მუსიკის ღმერთი იყო. მას ხელში ქნარი ეჭირა და გედებშებმულ ეტლში იჯდა. დემეტრას, მოსავლის ქალღმერთს, ტრადიციულად, ხორბლის კონით ხელში გამოხატავდნენ.

ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთის, ჰეფესტოს, სიმბოლოდ გრდემლი ითვლებოდა, ვინაიდან მჭედელი იყო.

არესმა, ომის ღმერთმა, ზევსისა და ჰერას ვაჟმა, თავისი სისხლისმსმელობით გაითქვა სახელი. მის სიმბოლოებად მუზარადი და სვავი ითვლებოდა.

არტემიდე, ნადირობისა და მთვარის ქალღმერთი იყო, მის სიმბოლოებად მშვილდი და ირემი მიიჩნეოდა. 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: