მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (მშვილდოსნობა)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

სხვადასხვა (მშვილდოსნობა)

ადამიანები ამა თუ იმ სპორტის სახეობას გართობისთვის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან უბრალოდ მოგების ჟინით მისდევენ. სპორტის ასობით სახეობა არსებობს. ბევრ მათგანს დიდი ოსტატობა და კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება. სპორტის ზოგი სახეობა, მაგალითად, მშვილდოსნობა, ერთი სპორტსმენის აქტიურობაში გამოიხატება. ისეთ თამაშებს კი, როგორიცაა ბეისბოლი და ჰოკეი, რამდენიმე სპორტსმენი ერთდროულად თამაშობს. ასეთ დროს მხოლოდ გუნდის ყველა წევრის შეთანხმებული მოქმედებითაა შესაძლებელი მეტოქის დამარცხება.

 

მშვილდოსნობა სასროლო სპორტის ერთ-ერთ უძველეს სახეობად ითვლება. კაცობრიობის ისტორიაში მშვილდ-ისარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას მრავალი ათასწლეულის განმავლობაში იყენებდნენ ნადირობისა და ომების დროს. მე-19 საუკუნიდან მშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, გავრცელდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით შვეიცარიასა და ინგლისში. დღეისათვის კი სპორტის ეს სახეობა მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 

 

მშვილდოსნობა საქართველოშიც ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული. ამის დასტურია არქოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მშვილდ-ისრის უძველესი ნიმუშები და ქართული ზეპირსიტყვიერება. საქართველოს ტერიტორიაზე თურმე სხვადასხვა ზომისა და ფორმის მშვილდებს ხმარობდნენ. მშვილდები ძირითადად ხისგან მზადდებოდა, მაგრამ ზოგჯერ მასალად ჯიხვის რქებსაც იყენებდნენ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: