მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

უცებ ტომმა სტვენა შეწყვიტა. მის წინ ვიღაც უცხო ბიჭი იდგა. ცოტა მასზე მაღალი. უცხო პირის გამოჩენა პატარა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, ბუნებრივია, გაკვირვებას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ბიჭი კარგად იყო ჩაცმული, ისიც სამუშაო დღეს! თავზე კოხტა ქუდი ეხურა; ყველა ღილზე შეკრული ლურჯი მაუდის სუფთა და ახალთახალი ქურთუკი და შარვალი კარგად ადგა ტანზე; ფეხსაცმელებიც ეცვა, თუმცა უქმე დღე არ იყო; ღია ფერის ყელსახვევიც შეება. საერთოდ, უცხო ყმაწვილს, მით უფრო ცხვირს უბზეკდა და ამით აგრძნობინებდა, ძალზე მეზიზღება გამოწკეპილი ბიჭებიო. ერთმანეთისათვის ხმა არ გაუციათ, მაგრამ როგორც კი ერთი გადაადგამდა ნაბიჯს, მეორეც მიჰყვებოდა. ერთმანეთს პირისპირ უდგნენ და თვალი თვალში გაეყარათ; ბოლოს, ტომმა დაილაპარაკა:

– მე შემიძლია, კარგად მიგბეგვო.

– აბა, ერთი სცადე.

– რა გქვია?

– შენი საქმე არ არის!

– დაიკარგე აქედან! - შესძახა ტომმა.

– შენ თვითნ დაიკარგე!

ტომმა ფეხის ცერით მიწაზე ხაზი გაავლო და უთხრა:

– გიკრძალავ ამ ხაზზე გადმობიჯებას!

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი