მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #18)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #18)

მეფე მათიუშს ბევრი რამ გაეგონა ძველისძველ ომებზე, მაგრამ თანამედროვე ომისა კი არაფერი იცოდა. ამიტომ მეტი გზა არ იყო, დროზე უნდა გაეგო ყველაფერი. უნდა გაეგო, რისთვის სჭირდებოდათ ეს ორცხობილები და ჩექმები, ომთან რა ესაქმებოდა.
მოსვენება უარესად დაეკარგა, როცა მეორე დღეს უცხოელი აღმზრდელი ისევ ჩვეულებრივად ეახლა სამეცადინოდ.
მაგრამ გაკვეთილის ნახევარიც არ იქნებოდა გასული, რომ მათიუში სეფედარბაზში გამოიძახეს.
- მიემგზავრებიან იმ სახელმწიფოთა ელჩები, ჩვენ რომ ომი გამოგვიცხადეს. - მოახსენა უფროსმა მინისტრმა.
- სად მიდინ?
- თავიანთ ქვეყნებში.
მათიუშს ეუცნაურა, რომ ასე მშვიდად მიემგზავრებოდნენ ელჩები.
- რისთვისღა მოვიდნენ?
- თქვენს უდიდებულესობას უნდა გამოემშვიდობონ.
- ნაწყენად უნდა მოვაჩვენო თავი? - იკითხა ჩუმად, რომ მსახურებს არ გაეგონათ და მათი პატივისცემა არ დაეკარგა.
- არა, თქვენო უდიდებულესობავ, ინებეთ და ალერსიანად გამოემშვიდობეთ, თუმცა, თვითონაც ზრდილობიანად მოიქცევიან.
ელჩები შემოვიდნენ, არც ხელებზე და არც ფეხებზე ბორკილები არ ედოთ.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი