მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #17)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #17)

რას იზამ, ომია.
ჭრილობებს ვერც მეფე მათიუში გადაურჩა. საშინლად ეზარებოდა ჰოსპიტალში წასვლა, პატარა ჭრილობა მაქვს, ძვალი არც კი დამზიანებიაო, მაგრამ ექიმმა თავისი გაიტანა და მაინც გაგზავნა.
მთელი ოთხი თვის შემდეგ მათიუში პირველად ჩაწვა საწოლში. თურმე რა ნეტარება ყოფილა! ლეიბი, ბალიში, საბანი, თოვლივით ქათქათა ზეწარი, ტილოს პირსახოცი, საწოლის გვერდით - პატარა თეთრი მაგიდა, ტოლჩა, თეფში, კოვზი, - თითქმის იმის მსგავსი, რითაც მეფის სასახლეში საჭმელს მიირთმევდა ხოლმე.
ჭრილობა სწრაფად უხორცდებოდა. მოწყალების დები და ექიმებიც ძალიან გულთბილი ადამიანები იყვნენ და მათიუში, ალბათ, თავს ბედნიერადაც იგრძნობდა, ერთ ამბავს რომ არ შეეშინებინა.
- ერთი უყურეთ, როგორ ჰგავს მათიუშ მეფეს, - თქვა ერთხელ ერთმა მოწყალების დამ.
- მართლა ჰგავს. სახით მეც რაღაც მეცნობოდა და ვერ კი გამეხსენებინა, ვის ჰგავდა, დაუდასტურა მეორემ.
და გადაწყვიტეს, გაზეთში გამოსაქვეყნებლად მათიუშისთვის სურათი გადაეღოთ.
- არაფრის გულისთვის! - გაჯიუტდა მათიუში.
ეუბნებოდნენ, შეიძლება მათიუშ მეფემ გაზეთში შენი სურათი ნახოს და ისეთ პატარა ჯარისკაცს მედალი გამოგიგზავნოსო, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი შეასმინეს.
- შე სულელო, მამაშენს გაუგზავნი სურათს. იცი, როგორ გაუხარდება!
- არა და არა!
მათიუში  კარგა მაგრად შეშინდა, ყველაფერი არ გამოაშკარავდესო.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი