მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #15)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #15)

მათიუში დარდიანი იჯდა თავის ოთახში, გამეფება სულ არ უხაროდა. ან როგორ გაუხარდებოდა, ამქვეყნად მარტო მამა ჰყავდა და ისიც მოუკვდა, ახლა მთელ ქვეყნიერებაზე ახლობელი აღარავინ დარჩა.
მათიუშს დედა ახსოვდა, სწორედ მან დაარქვა შვილს ეს სახელი. დედა დედოფალი იყო, მაგრამ ამაყი არ ყოფილა. ხშირად ეთამაშებოდა მათიუშს, ზღაპრებსაც უყვებოდა, სურათებიან წიგნებსაც უჩვენებდა, სახლებსაც ერთად აშენებდნენ კუბიკებით. მამა უფრო იშვიათად იცლიდა მათიუშისათვის - ხან ჯარს ათვალიერებდა, ხან სტუმრად იყო წასული, ხან თვითონ იღებდა სტუმრად სხვა ქვეყნის მეფეებს, ხან კი თათბირზე იჯდა.
მაგრამ ზოგჯერ მეფეც გამონახავდა ხოლმე დროს, რომ მათიუშთან ეთამაშა ან ბაღში გაესეირნათ. შეჯდებოდა ცხენზე, მათიუშს პონიზე შესვამდა და ასე სეირნობდნენ დიდ სამეფო ბაღში. ახლა? ახლა რა უნდა ქნას მათიუშმა? დღენიადაგ ამ გულის გამაწვრილებელ უცხოელ აღმზრდელს უნდა უყუროს! ცხვირ-პირი ისე ჩამოსტირის, გეგონება, ერთი ჭიქა კარგა მაგარი ძმარი გადაუკრავსო. კაცმა რომ თქვას, ვითომ დიდად სასიამოვნოა მეფობა? მე მგონი, სულაც არა, - ფიქრობდა მათიუში, - ომი რომ იყოს, კიდევ ჰო, სხვა რომ არაფერი, კაცი იბრძოლებდა მაინც! მაგრამ მშვიდობიან დროს რა უნდა აკეთოს მეფემ?
მოწყენილი და სევდიანი იჯდა თავის ოთახში. მოწყენილი და სევდიანი იყო მაშინაც, როცა სამეფო ბაღის მესერიდან უყურებდა აჟივჟივებულ ბავშვებს.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი