მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #12)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პიტერ პენი (ნაწყვეტი #12)

მისის დარლინგმა შეჰკივლა. ამ დროს ბავშვების ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე ნენა გამოჩნდა. მისი დასვენების დღე დამთავრებულიყო. ნენამ პიტერ პენი შეამჩნია და ღრენით გაქანდა მისკენ. ბიჭუნამ დრო იხელთა და მსუბუქი მოძრაობით ფანჯრიდან გაუჩინარდა. მისის დარლინგმა ისევ შეჰკივლა. ეგონა, ბავშვი დაიმტვრა და მოსალოდნელი უბედურებით შეძრწუნებული, მის დასახმარებლად ქუჩაში გავარდა.
ამ დროს ნენა კბილებით ჩაფრენოდა ბიჭუნას ჩრდილს და გასაქანს არ აძლევდა. როდესაც უცნაური სტუმარი ფანჯრიდან გადასახტომად მოემზადა, ნენამ სარკმლის დახურვა სცადა; ბიჭუნამ გაძრომა მაინც მოახერხა, მის ჩრდილს კი დრო აღარ ეყო. ფანჯარა ხმაურით დაიხურა, საკეტმა გაიჩხაკუნა და პიტერ პენის ჩრდილი ოთახში გამომწყვდეული აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, მისის დარლინგმა დიდი სიფრთხილითა და გულდასმით დაათვალიერა იგი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა, ჩვეულებრივი ჩრდილი იყო.
ბოლოს მისის დარლინგმა გადაწყვიტა, ჩრდილი დაეკეცა და დროებით კომოდის უჯრაში შეენახა, სანამ ხელსაყრელ მომენტს იპოვიდა მეუღლესთან დასალაპარაკებლად.

 

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი