მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #12)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #12)

ერთ დილას რობინი და პატარა ჯონი ვიწრო ბილიკს მიჰყვებოდნენ ტყეში. საცალფეხო ხიდს რომ მიაღწიეს, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ბუჩქებისაკენ გადაუხვიეს და ჩრდილში ჩამოსხდნენ დასასვენებლად. დილიდანვე ეტყობოდა, მაგრად ჩამოცხებოდა. გზას მდინარის პირასაც მტვრის ბუღი ასდიოდა. მეგობრებმა ცივი წყლით სახე გაიგრილეს და ჩრდილში წამოწვნენ. ნიავი არ იძვროდა. უხმოდ გაშოტილიყვნენ მიწაზე და ცაზე ზანტად მოცურავე თეთრ ღრუბლებს შეჰყურებდნენ.

უცებ გზაზე მომავალი კაცი შენიშნეს. არხეინად მოდიოდა და უსტვენდა. ზოგჯერ სტვენას შეწყვეტდა და მხიარულ სიმღერას წამოიწყებდა.

- მხიარული ჩიტი ჩანს, თქვა რობინმა, - ჩუმად იწექი, იქნებ ქისაც ისეთივე მსუბუქი აღმოაჩნდეს, როგორიც გული ჰქონია.

იწვნენ ასე ჩუმად, სანამ წითელ აბრეშუმის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი არ მიუახლოვდათ. დიდებული ხმალი ეკიდა წელზე. გრძელი ქერა თმა მოსწავლე გოგოსავით მხრებამდე სწვდებოდა.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: