მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #7)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #7)

მექუდემ პირველმა დაარღვია სიჩუმე:
- დღეს რა რიცხვია? - მიმართა ელისს, თან ჯიბიდან საათი ამოიღო.
- ოთხია, - წამიერი დაფიქრების გარეშე მიუგო გოგონამ.
მექუდე შეშფოთებული სახით დააცქერდა საათს, რამდენჯერმე შეანჯღრია და ყურთან მიიტანა.
- ორი დღით ჩამორჩება, - ამოიოხრა და გაბრაზებით შეხედა მარტის კურდღელს: - ხომ გითხარი, ამის მექანიზმს კარაქი არ მოუხდება-მეთქი.
- რა ვიცი, საუკეთესო კარაქი კი იყო, - სცადა კურდღელმა თავის გამართლება.
მარტის კურდღელმა საათი გამოართვა და დაღვრემილი სახით დააცქერდა. მერე თავის ჩაის ფინჯანში ამოავლო და ისევ დახედა.
ელისი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა მათ.
- რა სასაცილო საათია, - შენიშნა, - თვის რიცხვებს აღნიშნავს, იმას კი არ გეუბნება, რომელი საათია.
- მერედა, რა არის აქ სასაცილო, - ჩაიბურტყუნა მექუდემ, - განა შენი საათი კი წლებს აღნიშნავს?
- რა თქმა უნდა, არა, - ხალისიანად მიუგო ელისმა, - წელიწადი ხომ ისე დიდხანს გრძელდება.
- აი, ჩემთანაც ზუსტად იგივე ამბავია, - თქვა მექუდემ.
ელისი სახტად დარჩა. მექუდეს სიტყვებში აზრის ნატამალსაც ვერ მიაგნო, თუმცა კი სავსებით ადამიანური ენით იყო ნათქვამი.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი