მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #5)

ელისის დანახვაზე კატამ მხოლოდ გაიღიმა. ერთი შეხედვით საკმაოდ უწყინარი ვინმე ჩანდა, თუმცა ისეთი გრძელი ბრჭყალები და იმდენი ბასრი კბილი ჰქონდა, რომ ელისმა იფიქრა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, სჯობს, პატივისცემით მოვეპყროო.
- ფისუნიავ, - ცოტა არ იყოს, გაუბედავად მიმართა გოგონამ, სულაც არ იყო დარწმუნებული, მოეწონებოდა თუ არა ეს სახელი, მაგრამ პასუხად იმან კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა.
- ხომ ვერ მეტყვით სერ, აქედან რა გზით უნდა გავაღწიო?
- გააჩნია სად გსურთ მისვლა, - მიუგო კატამ.
- რა ვიცი, ჩემთვის სულ ერთია, - უპასუხა ელისმა.
- მაშინ მნიშვნელობა არა აქვს, რა გზით წახვალ, - უთხრა კატამ.
- ოღონდ სადმე მივაღწიო, - დაამატა გოგომ.
- დარდი ნუ გაქვს, სადმე აუცილებლად მიაღწევ, - დააიმედა კატამ, - ერთი ეგ არის, დიდხანს სიარული დაგჭირდება.
- რა ხალხი ცხოვრობს ამ არემარეში?
- აქეთ თუ წახვალ, - კატამ მარჯვენა თათი გაიქნია, - მექუდის სახლს მიადგები, იქით კი, - ახლა მარცხენა თათით უჩვენა, - მარტის კურდღელი ცხოვრობს. ესტუმრე რომელსაც გნებავს, ორივე გიჟია.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი