მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #10)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #10)

მალე რობინმა ნოტინგემსაც მიაღწია. ქალაქის კართან დარაჯს მხიარულად მიესალმა და ბაზრისკენ გასწია. ბაზარში, ყასბების რიგში, თავისი ადგილი დაიკავა და ხორცის გაყიდვას შეუდგა. ხორცის ფასი არ იცოდა და სხვებთან შედარებით იაფად ჰყიდდა, თან ვაჭრობდა და თან გაუთავებლად ხუმრობდა, ლაზღანდარობდა. ხალხმა რომ დაინახა ეს მხიარული ყასაბი, მის ორთვალას შემოეხვია და იყო მთელი დღე სიცილ-ხარხარი.

სხვა ყასბებს ჯერ გული მოსდიოდათ, მაგრამ მერე იფიქრეს, ისევ დამეგობრება სჯობსო. რობინს შესთავაზეს, დღეს შერიფთან ვსადილობთ და შენც წამოდიო.

რობინი დაეთანხმა. გაყიდა ხორცი, ცხენი და ორთვალა მეგობარ მედუქნეს ჩააბარა და თვითონ ყასბებს გაჰყვა.

შერიფს ჩვეულება ჰქონდა - დიდი ბაზრობის დღეებში სხვადსხვა გილდიის ვაჭრებისათვის სადილს მართავდა ხოლმე. ისინი ვაჭრობის ბაჟს უხდიდნენ და შერიფს დიდი შემოსავალი ჰქონდა.

 

 

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: