მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #8)

რობინი თავისი ეზოსკენ დაეშვა. სკადლოკსა და მსახურებს თოკები შეხსნა, მერე სახლში შევიდა, მალამო მოძებნა და ნაცემ ზურგზე წაუსვა. ამას რომ მორჩა, სკადლოკს გამოჰკითხა, რას გერჩოდნენო. 
- გუშინ ყაჩაღად გამოგაცხადეს, - უპასუხა სკადლოკმა, - ამ დილით კი ჰუბერტ ლუნი მობრძანდა. უნდოდა, მიწები აბატისათვის მოეზომა. ვეღარ მოვითმინეთ ეს უსამართლობა და მათი გაყრა ჯოხებითა და ორთითებით მოვინდომეთ.
- ჩემო სულელო, ერთგულო ბიჭებო! - სიცოცხლის ფასად გინდოდათ ამ მიწების შენარჩუნება? კარგი, რაც იყო, იყო, ახლა სახლში შედით და წაიხემსეთ. მე კი მოვიფიქრებ, როგორ მოვიქცე.
ამასობაში დაღამდა კიდეც. ერთი მსახურის ცოლს დაუძახეს. დიდი ოთახის კუთხეში ცეცხლი გააჩაღეს და მალე გემრიელი კერძიც მზად იყო. დანაყრდნენ და კარგ გუნებაზე დადგნენ.
სკადლოკმა რობინს ჰკითხა:
- ბატონო, ახლა რას აპირებ? ნუთუ ტყეში უნდა იცხოვრო ყაჩაღივით უსახლკაროდ?
- მეტი რა გზა მაქვს, - რობინმა მწარედ ჩაიცინა, - იმითაც ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ტყეში მდიდრებსა და არამზადებს საწყალი ხალხის ტანჯვა-წვალების სამაგიერო მივუზღე.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: