მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #9)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #9)

ყველანი ერთად მისის მეილის სახლში დაბრუნდნენ. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოლივერი ბედნიერი იყო, რადგან ხედავდა, მიუხედავად ყველაფრისა, როუზის სიყვარული მის მიმართ არ გამქრალა.

ბედნიერი დღეები ერთმანეთს ცვლიდა. მალე გაზაფხულდა და ოლივერიც  უთენია გაიჭრებოდა ხოლმე მინდვრად და ფერად-ფერად ყვავილებს კრეფდა, თაიგულით კი სამზარეულოს მაგიდას ალამაზებდა.

ხშირად დროს მეცადინეობაში ატარებდა - თანასოფლელი ჭაღარა კაცი კითხვას ასწავლიდა, როუზი კი სკოლის სხვა საგნებში ამზადებდა. სწავლას ბაღში მუშაობა მოსდევდა - შუადღეებს მცენარეების მოვლას უთმობდა.

ოლივერი თავის საიდუმლო სამალავსაც ხშირად სტუმრობდა - სახლთან ახლოს, ეკლესიის ლამაზ ეზოში, უყვარდა მარტოდმარტო ჯდომა. იქ, სრულ სიჩუმეში, დედაზე ფიქრობდა და ცრემლებს მალულად იწმენდდა.

საღამოობით როუზი ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე და მშვენიერი ხმით ნაზად მღეროდა. ამ ყველაფრის შემდეგ ოლივერი ხალისით მიდიოდა დასაძინებლად ისე, რომ მის გულს დარდი და შიში აღარ ეკარებოდა. 

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი