მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #6)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #6)

რობინმა და მერიენმა სამი დღე მხიარულად გაატარეს სერ რიჩარდთან და მის მეუღლე ლედი ელისისთან. დღისით მინდვრებში ნადირობდნენ მიმინოებით ან ტყეში დადიოდნენ გარეულ ტახებზე სანადიროდ. საღამოობით კი ხან ცეკვავდნენ, ხან ჭადრაკს ან შაშს მიუსხდებოდნენ. ზოგჯერ მომღერლებს უსმენდნენ, ნინსტრელები უამბობდნენ მეფე არტურის რაინდების, როლანდისა და მისი საყვარელი მეგობრის, ოლივერისა და სხვა გმირების თავგადასავალს. ისხდნენ და უსმენდნენ, როგორ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ ეს რაინდები ტურფა დედოფლის სამეფოში.

მეოთხე დღეს რობინი ჩირებზე სანადიროდ გაემგზავრა ტყეში. ნადირობის დროს დასასვენებლად ჩამოჯდა და უცებ კოდალას კაკუნი შემოესმა, აიხედა - დიდი ხორკლიანი თელის ტოტებზე ვიღაც კაცს თავი გამოეყო და რობინს უყურებდა.

- აქ ჩამოდი, კეტ, ახალი ამბავი მითხარი, - უთხრა რობინმა.

კაცი მაშინვე ჩამოხტა ხიდან. დაბალი კი იყო, მაგრამ მხარბეჭიანი. გრძელ, ბანჯგვლიან ხელ-ფეხზე კუნთები რკინის ბურთებივით ამობურცვოდა. ხუჭუჭი, შავი თმა ჰქონდა. ფეხშიშველა იყო. ტანზე თასმებით შეკრული ტყავის ქურთუკი ეცვა. ირმის ტყავის ვიწრო შარვალი მუხლებამდე სწვდებოდა. სანდომიან სახეზე სათნო ღიმილი უთამაშებდა. კეთილად მომღიმარ რობინს რომ უყურებდა, ელვარე და გამჭრიახი თვალები ალერსითა და სითბოთი ევსებოდა. მოკრძალებითა და თაყვანისცემით შესცქეროდა რობინს.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: