მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #4)

სერ როჯერი, ფიკემპის ამპარტავანი ეპისკოპოსის ძმა, ერთი გოროზი და მტარვალი კაცი იყო, რომელმაც მერიენის მამას ქალიშვილის ხელი სთხოვა და ცივი უარი მიიღო. ფიცუოლტერს ძალიან უყვარდა თავისი ქალი; მართალია, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მერიენისა და რობინის სიყვარული, მაგრამ არც როჯერ დე ლონშამპისთანა წყეულ კაცს მიათხოვებდა.

რაინდთან ვიღაც კაცმა მიირბინა და ჩურჩულით მოახსენა:

- მოდიან! ქალბატონი და ერთი მსახური ცხენზე სხედან, დანაჩენები ფეხით მოჰყვებიან. ცხრა კაცია, სულ გლეხუჭები არიან.

- ძალიან კარგი! - თქვა რაინდმა, - როცა მოგვიახლოვდებიან, მე გზას გადავუჭრი, სადავეში ვტაცებ ქალბატონს ხელს. თუ ცხენოსანმა მხლებელმა გამოდევნება დააპირა, ცხენიდან ჩამოაგდებ.

რობინს მწარედ გაეღიმა და კაპარჭიდან ისარი ამოაძრო. იმწამსვე გზიდან ცხენების ფეხის ხმა და ლაპარაკი მოესმა, ცოტაც და რობინის გულში თითქოს საამური სითბო ჩაიღვარაო, ფოთლებში მერიენის კოხტა ტანი გამოჩნდა. ცხენზე იჯდა, კაპიუშონი მხრებზე გადაეგდო. გვერდზე ცხენდაცხენ უოლტერი მოსდევდა, მამამისის მსახური.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: