მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #4)

დილის რვა საათზე ოლივერი უკვე ხუთი მილით დაშორებოდა ქალაქს. საგზაო ნიშანთან ჩამოჯდა და გაქცევის შემდეგ პირველად ჩაფიქრდა იმაზე, სად უნდა წასულიყო და ეცხოვრა.

ტრაფარეტზე ეწერა, რომ ლონდონამდე 70 მილი რჩებოდა.

„ლონდონი არაჩვეულებრივი ადგილია,- ფიქრობდა ბიჭუნა,- ბატონი ბამბლიც კი ვერ მომაგნებს იქ!"

იმ დღეს ოლივერმა ოცი მილი გაიარა. ჭამა მხოლოდ გამხმარი პურის ქერქი და გზად მონათხოვრებული წყალი დალია. დასაძინებლად თივის ზვინში შეძვრა და გაიტრუნა.

მეორე დილას ისევ ლონდონისკენ დაადგა გზას. გაქცევიდან მეშვიდე დღეს ერთ პატარა ქალაქ ბარნეტში მილასლასდა. ლონდონამდე უკვე რამდენიმე მილიღა რჩებოდა, მაგრამ ბიჭს მეტი აღარ შეეძლო, ფეხებიდან სისხლი სდიოდა და ცოტა ხნით მაინც უნდა შეესვენა. ერთ-ერთი სახლის ცივ ზღურბლზე ჩამოჯდა. კარგა ხანს იჯდა ასე და ჩავლილ ეტლებს გაჰყურებდა სევდიანად. 

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი