მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პიტერ პენი (ნაწყვეტი #3)

ბავშვების თავს რაღაც უცნაური ამბები ხდებოდა. ხანდახან ისინი იხსენებდნენ, თუ როგორ სეირნობდნენ ტყეში. ეს კიდევ არაფერი. ერთ მშვენიერ დღეს მისის დარლინგმა მათ ოთახში იატაკზე დაყრილი ფოთლები შეამჩნია.
- ნამდვილად პიტერი იქნებოდა, დედიკო!
- რას გულისხმობ, ვენდი?
- გაუგონარი უზრდელობაა, არც კი მოუწესრიგებია, ისე დაუტოვებია ოთახი... - ამოიოხრა ვენდიმ. ის სისუფთავის მოყვარული გოგო იყო.
შემდეგ ვენდიმ დამაჯერებლად აღუწერა დედას, თუ როგორ მოდის მათთან ღამღამობით პიტერ პენი; როგორ ჯდება ვენდის საწოლის კიდეზე და უკრავს სალამურს. სამწუხაროდ, ვენდის ამ დროს ყოველთვის ტკბილად სძინავს და თვითონაც უკვირს, საიდან იცის ეს ყველაფერი! 
- რა სისულელეს ლაპარაკობ, ძვირფასო! ვერავინ შეძლებს სახლში დაუკაკუნებლად შემოსვლას, - შეეკამათა მისის დარლინგი შვილს.
- მე მგონი, ის ფანჯრიდან შემოდის, - უპასუხა ვენდიმ დედას.
- საყვარელო, ეს ხომ მესამე სართულია?!
- განა ფოთლები ფანჯარასთან არ ეყარა, დედა?
სრული სიმართლე იყო. ფოთლები, მართლაც, ფანჯარასთან იპოვეს. მისის დარლინგი დაიბნა, აღარ იცოდა, რა ეფიქრა. ვენდი ისე დამაჯერებლად ჰყვებოდა პიტერ პენის შესახებ, შეუძლებელი იყო მისი დარწმუნება, რომ იგი პიტერს მხოლოდ სიზმარში ხვდებოდა ხოლმე.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი