მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #3)

უცებ ციყვის ფრუტუნის მსგავსი ხმა შემოესმათ. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა და მერე მგლის გულის მომკვლელი ყმუილი გაისმა. რობინი შედგა, მშვილდი და ისრებით სავსე კაპარჭი მუხის ძირას დააწყო და სკარლეტს მიუბრუნდა:

- ხორციც ამოიღე და აქ დადე, ჩქარა, კაცო,  სანამ მეტყევეებს არ დაუნახავთ ეგ შენი გამობერილი უბე. ნუ გეშინია, მალე ისევ დაიბრუნებ.

ისეთი კილოთი უთხრა ეს, რომ სკარლეტი უნებურად დაემორჩილა. ამოიღო უბიდან ჩვარში გახვეული ირმის ხორცი და მშვილდ-ისართან დადო. რობინმა გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარეს, სკარლეტმა უკან მოიხედა, იმ ადგილისაკენ, სადაც ხორცი და ისრები დატოვეს, მაგრამ იქ ვეღარაფერი დაინახა.

სკარლეტს გული შეეკუმშა, ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ რობინის მკაცრი ხმა მოესმა:

- იარე, რას ზოზინებ!

საწყალმა სკარლეტმა გადაწყვიტა, რაღაც ჯადოქრობა ხდებაო. ბრძანებას დაემორჩილა და გზა განაგრძო, მაგრამ ეშმაკის დასაფრთხობად პირჯვარი მაინც გადაიწერა.

უცებ მათ ორმა ზორბა მეტყევემ ვიწრო ბილიკზე გზა გადაუღობა. მხრებზე მშვილდები ჰქონდათ გადაკიდებული, ხელში კი კეტები მოემარჯვებინათ. თვალი თვალში გაუყარეს რობინსა და სკარლეტს. თითქოს ფიქრობდნენ, გავატაროთ თუ არაო, მაგრამ რობინის ვაჟკაცურმა გამომეტყველებამ გადააფიქრებინათ და გზიდან ჩამოეცალნენ.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: