მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #1)

რობინი მომხიბლავი ბიჭუნა იყო. რომ წამოიზარდა, ტყე შეუყვარდა. დღედაღამ ტყეში იყო. როგორც კი მარჯვენა მკლავში ღონე იგრძნო, მაშინვე მშვილდი მოირგო და ისრის ტყორცნა ისწავლა.

ზამთარში, საღამოობით, მიუსხდებოდნენ ხოლმე მამა და შვილი ბუხარს. მამა ზღაპრებს უყვებოდა ტყეზე, გულად ყაჩაღებზე... შვილი კი სულგანაბული უსმენდა.

დედა წარჩინებული გვარის შთამომავალი იყო და იმედი ჰქონდა, რომ მისი ვაჟი ან მეფის კარზე დაწინაურდებოდა, ან ამატი გახდებოდა. დედამ შეასწავლა შვილს წერა-კითხვა, ზრდილობა... მანვე ასწავლა, ლორდსა და გლეხს, ორივეს, ერთნაირად პირდაპირი და მართალი პასუხი უნდა გასცეო. პატარა რობინს ძალიან მოსწონდა დედას გაკვეთილები, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც მაშინ იყო, როცა ტყეში მშვილდმომარჯვებული დაეხეტებოდა ხოლმე.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: