მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

ერთხელ ტყეში მივდიოდი, თან მწიფე ალუბალს შევექცეოდი. უცებ ლამაზი, ქორბუდა ირემი დავინახე. 

თითქოს ჯიბრზე, ერთი ტყვიაც არ აღმომაჩნდა.

საბედნიეროდ, რამდენიმე მარცვალი ალუბალი კიდევ დამრჩენოდა. ტყვიის ნაცვლად თოფი ალუბლის კურკით გავტენე.

გავარდა თოფი. ირემს კურკა შუბლში მოხვდა. არაფერი ავნო. წამიც და ის ხშირ ტყეში გაუჩინარდა.

ძალიან დავღონდი, ასეთი მშვენიერი ნადირი ხელიდან რომ გავუშვი.

ერთი წლის შემდეგ იმავე ტყეში მომიხდა ნადირობა. ალუბლის კურკის ამბავი აღარც კი მახსოვდა. 

ძალიან განვცვიფრდი, როცა ტყიდან შესანიშნავი ირემი გამოხტა, რომელსაც რქებს შუა ტოტებგაშლილი ალუბლის ხე ამოსვლოდა!

იმწუთასვე მივხვდი, რომ ხე იმ პატარა კურკიდან იყო ამოსული, მე რომ ერთი წლის წინათ ტყვიის ნაცვლად ვესროლე.

ახლა კი ტყვია-წამალი ბლომად მქონდა. დავუმიზნე და ირემი იქვე დაეცა სასიკვდილოდ დაჭრილი. ამნაირად, ერთი გასროლით მშვენიერი მწვადიც ვიშოვე და ალუბლის კომპოტიც.

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე