მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #4)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #4)

საგონებელში ჩავვარდი. საჭესთან ქსური დავტოვე, მე კი შევედი ჩემს კაიუტაში, ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი.

- გემი, ბატონო, იალქნიანი გემი! - მომესმა უცებ ქსურის ხმა.

სულელი ბიჭი შიშით ლამის ჭკუიდან შეიშალა, იფიქრა, ჩვენი ბატონის მდევრები იქნებიანო. მაშინვე გარეთ გავვარდი და გემი დავინახე. ისიც კი გავარჩიე, რომ გემი პორტუგალიური იყო. მაშინ ყველა იალქანი ავუშვი და რაც შეიძლებოდა შორს შევცურე ზღვაში, რათა როგორმე ხმა მიმეწვდინა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გემს მივადექით.

ვინაობა გამომკითხეს, ჯერ პორტუგალიურად, მერე ესპანურად, ბოლოს ფრანგულად; ბოლოს გემზე ერთი შოტლანდიელი აღმოჩნდა და ინგლისურად შემეხმიანა. მეც ვუპასუხე, ინგლისელი ვარ და სახლიდან მავრებს გამოვექეცი-მეთქი. მაშინ დიდი თავაზით მომცეს ნება  გემზე გადავსულიყავი ჩემი თანამგზავრითა და მთელი ჩემი ავლადიდებით.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო