მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #3)

დავიბადე 1632 წელს ქალაქ იორკში. რობინზონ კრეიცნერი დამარქვეს.

გაქცევის ფიქრმა კვლავ გამიელვა თავში, რადგან ახლა ჩემს განკარგულებაში იყო პატარა გემივით მოწყობილი ნავი.

ამრიგად, ყველა საჭირო ნივთით მომარაგებულებმა ნავსადგური დავტოვეთ და ზღვაში გავედით. სათვალთვალო კოშკში, რომელიც ნავსადგურის მისასვლელში დგას, გვიცნობდნენ და ყურადღებაც არ მოუქცევიათ. ერთი მილი რომ გავცურეთ, იალქნები ავუშვით და თევზაობას შევუდექით, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ, რადგან ანკესს რომ მოედებოდა თევზი, განგებ არ ამოვაგდებდი ხოლმე, რომ მავრს არ შეენიშნა. ბოლოს ვუთხარი:

- აქ ვერაფერს გავხდებით, ვერ ვასიამოვნებთ ბატონს ასე, ცოტა უფრო იქით გავცუროთ.

ეჭვმიუტანლად დამეთანხმა და იალქნები აუშვა. მე საჭეს მივუჯექი და კიდევ უფრო შორს რომ შევაცურე ნავი, შევჩერდი, თითქოს სათევზაოდ მოვემზადე. საჭესთან ბიჭი დავსვი, მე კი მავრს მივუახლოვდი და მის უკან დავიხარე, თითქოს რაღაცას ვეძებდი. მერე ვტაცე ხელი და ზღვაში ჩავუშვი. 

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო