მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #6)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #6)

ჩემმა ტოლმა ბიჭმა, სწორედ ისეთივე შავმა და ტანსაცმელშემოძენძილმა, როგორიც პაიკის მოწაფეები იყვნენ, ჩვენი ფურგონის ბორბლების ხმა რომ მოესმა, მოგვაშურა და ცხენი აღვირით დაიჭირა. მისტერ ბელჩერი ფურგონიდან გადმოვიდა, მე შიგ დამტოვა.
- ნება მიბოძეთ, ჩამოსვლაში გიშველოთ, ბატონო, - თავაზიანად მომმართა საკვამურის მწმენდელმა ბიჭმა. - თუმცა, არა, უმჯობესია, თავად ბატონმა გადმოგიყვანოთ, თორემ ჩემი ხელებით ტანსაცმელს დაგისვრით.
- რომელი ბატონი ეს არის, შე ჩერჩეტო, ახალი მოწაფეა! - გაიცინა მისტერ ბელჩერმა.
- ახალი მოწაფე? შენ რა, დიკ, ჭკუაზე ხომ არ შეიშალე, რაში გჭირდებოდა ახალი მოწაფე?
ეს სიტყვები ერთმა ძონძროხა, უსუფთაოდ ჩაცმულმა ქალმა შეგვაგება, რომელსაც გაწეწილ თმაზე ფერად-ფერადი ლენტებით გაწყობილი ჩაჩი ეხურა, ყურებზე კი საყურეები უბრჭყვიალებდა. მაშინვე შევიცანი: იგი მისის უინკშიპის და იყო.
- მჭირდებოდაო? მე არაფერშიც არ მჭირდებოდა, - ჩაიბუზღუნა მისტერ ბელჩერმა. - იძულებული ვიყავი, წამომეყვანა, რომ შენი დაიკო არ გამენაწყენებინა. შინ შევიდეთ, ყველაფერს გეტყვი.
შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა, ჩემზე მიუთითა და უთხრა:
- წაიყვანე, სემ, სამზარეულოში, შენთან იყოს, როცა დამჭირდება, დავუძახებ.

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი