მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #5)

მისის უინკშიპის მერე ქვეყნად არ მოიძებნებოდა ადამიანი, მის დისშვილ მარტაზე მეტად რომ მყვარებოდა.
გულკეთილი ქალი იყო და ჩვენს მეზობლობაში ყველას უყვარდა, მაგრამ მაინც დიდი თუ პატარა, ყველა „ცალთვალას“ ეძახდა. მას ცალი თვალი მართლაც არ ჰქონდა. იმდენ ბიჭებში ნამდვილ სახელს მარტო მე ვეძახდი. იქნებ ამიტომაც იყო, ჩემთვის მუდამ მზად ჰქონდა საალერსო სიტყვები და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, როცა დედინაცვლის წყალობით შიმშილით სული მხდებოდა, კეთილ მარტას დავუპურებივარ.
- საბრალო ბიჭო! - იმეორებდა მარტა, - ეს რა დღეში ჩავარდნილხარ! წამოდი ჩემთან, საცოდავო ბალღო, ყველაფერი მიამბე, რაც გადაგხდა.
- რა უნდა მოგიყვე?! - ვუთხარი. შევატყვე, იმ შესახვევისაკენ მიმათრევდა, სადაც მამაჩემი ცხოვრობდა. - არა, ვერ გამოგყვებით, ისიც მეყოფა, რაც იმ ღამით გადამხდა!
- ვიცი, ყველაფერი ვიცი, დეიდაჩემმაც გაიგო, - მამშვიდებდა ახალგაზრდა, სათნო ქალი. - რომ იცოდე, როგორ ებრალები! ამბობს: „სიარული რომ შემეძლოს, იმ საცოდავ ბავშვს მოვძებნიდიო“. აი, ახლა გიპოვე და თანაც რა დღეში!
წინსაფრით ცრემლები მოიწმინდა.
- მარტა, საშინლად მშია, - ჩავილაპარაკე მე, - შიმშილით ვკვდები!
ტირილი ამივარდა, ორივენი შუა ქუჩაში ვიდექით და ვტიროდით.

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი