მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

ხშირად, მართლაცდა, საკვირველი შემთხვევის მოწმე ვყოფილვარ.

ერთხელ უღრან ტყეში მივდიოდი. ვხედავ, წინ სულ პატარა გარეული გოჭი მორბის, უკან კი დიდი ღორი მოსდევს.

ვესროლე, მაგრამ, საუბედუროდ, ავაცილე.

ტყვიამ ღორსა და გოჭს შუა გაიარა.

გოჭი ჭყივილით მიიმალა ტყეში, ღორი კი იქვე გაშეშდა.

გამიკვირდა, ჩემს დანახვაზე რომ არ გაიქცა, მაგრამ როდესაც მივუახლოვდი, ყველაფერს მივხვდი.

ღორი ბრმა იყო და გზა ვერ გაეგნო. ის გოჭის კუდზე პირჩავლებული დასეირნობდა ტყეში.

ჩემმა ტყვიამ გოჭს კუდი მოაწყვიტა, გოჭი გაიქცა, ღორი კი მარტო დარჩა და არ იცოდა, საით წასულიყო. იდგა უმწეოდ, პირში კუდის ნაწყვეტით.

მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში. კუდის ნაგლეჯს ხელი წავავლე და ღორი სამზარეულოში წავიყვანე. საბრალო ღორი მორჩილად მომყვებოდა. ეგონა, გოჭს მივდევო!

აი, ხომ გითხარით, მოხერხებულობა დიდი რამ არის-მეთქი.

 

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე