მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #8)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #8)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჰემული, რომელიც ატრაქციონების პარკში მუშაობდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგ დროს ატარებდა. ჰემული ხალხს ბილეთებს უხვრეტდა, რათა ისინი ზედიზედ ორჯერ არ შესულიყვნენ პარკში გასართობად. თუ მთელი ცხოვრება მეტს არაფერს აკეთებ, მარტო ასეთმა საქმიანობამ შეიძლება ძლიერ დაგანაღვლიანოს.

იდგა ჰემული, ხვრეტდა ბილეთებს და თან ყოველი ბილეთის გახვრეტისას სულ იმაზე ოცნებობდა, ნეტავ პენსიაზე როდის გავალო.

თუ ვინმემ არ იცის, პენსიაზე გასვლა რას ნიშნავს, მე ვეტყვი: როდესაც საკმარისად მოხუცდები პენსიაზე გადიხარ, შეგიძლია მშვიდად და უშფოთველად აკეთო ის, რაც მოგესურვება. ყოველ შემთხვევაში, ასე აუხსნეს ჰემულს ნათესავებმა.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი