მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #6)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #6)

მეფე მათიუში დილის შვიდ საათზე დგებოდა, თვითონ იბანდა ხელპირს, თვითონ იცვამდა და საწოლსაც თვითონვე ასწორებდა. ასე დააწესა მათიუშის პაპის მამამ, მამაცმა მეფემ პავლე უძლეველმა. დაბანილ-ჩაცმული მათიუში ერთ კოვზ თევზის ქონსაც დალევდა და მერე საუზმეს შეექცეოდა. საუზმობისთვის თექვსმეტი წუთი და ოცდათხუთმეტი წამი უნდა ეკმარა. ასე საუზმობდა მათიუშის დიდებული პაპა, კეთილი მეფე იულიუშ ქველმოქმედი. ამის შემდეგ მათიუში სეფე-დაბრაზში შედიოდა და მინისტრებს იღებდა. 
 
საგარეო საქმეთა მინისტრი უყვებოდა, ესა და ეს სახელმწიფო ბრაზობს და იმუქრება, ამა და ამ სახელმწიფოს კი ჩვენს ქვეყანასთან მეგობრობა სურსო. მათიუში ყურს უგდებდა და მაინც ვერაფერი გაეგო.
 
სამხედრო მინისტრი ჩამოუთვლიდა, ამდენი ციხესიმაგრე დაინგრა, ამდენი ზარბაზანი დაზიანდა, ამდენი ჯარისკაცი გახდაო ავად.
 
გზათა მინისტრი არწმუნებდა, ახალი ორთქლმავლები გვჭირდება, აუცილებლად უნდა ვიყიდოთო.
 
განათლების მინისტრი ჩიოდა, ბავშვები ცუდად სწავლობენ, სკოლაში იგვიანებენ, ბიჭები რვეულებიდან ფურცლებს ხევენო. გოგონებს ერთი ბეწო რამე სწყინთ და კაპასობენ. ბიჭები ჩხუბობენ და ქვებს ისვრიანო.
 
ფინანსთა მინისტრი კი ჯავრობდა, ფული აღარ არის, არც ორთქმავლის ყიდვა მინდა და არც ახალი მანქანებისა, ძალიან ძვირი ღირსო.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი