მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #13)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #13)

ერთხელ, აუდიენციის დროს, მათიუშმა უფროს მინისტრს უბრძანა, ყველაზე დიდი თოჯინა იყიდეთ და ირენკას გაუგზავნეთო.
- თქვენო მეფურო უდიდებულესობავ, ინებეთ და... - დაიწყო უფროსმა მინისტრმა.
მათიუში იმწამსვე მიხვდა, ამას რა მოჰყვებოდა: ეს აუტანელი კაცი დიდხანს ილაპარაკებდა, უამრავ გაუგებარ რამეს იტყოდა და, ბოლოს და ბოლოს, მათიუშს არაფერი გამოუვიდოდა.
მათიუშმა ფეხი დააბაკუნა და ხმამაღლა თქვა:
- ბატონო მინისტრო, მე მოვითხოვ, სიტყვაშეუბრუნებლად შეასრულოთ!
უფროსმა მინისტრმა გაოცებით შეხედა მათიუშს, ბლოკნოტში რაღაც ჩაიწერა და წაიბუტბუტა:
- თქვენი უდიდებულესობის მოთხოვნას განსახილველად წარვუდგენ მინისტრთა საბჭოს.
არავინ იცის, რა ილაპარაკეს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რადგან კარჩაკეტილები თათბირობდნენ. ეს კია, რომ დადგენილება გამოიტანეს, თოჯინა ეყიდათ და იყიდეს კიდეც.
დედაქალაქში დიდხანს, ძალიან დიდხანს ლაპარაკობდნენ თოჯინასა და მათიუშზე, რომელმაც ასეთი მშვენიერი საჩუქარი გაუგზავნა ირენკას.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი