მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #7)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #7)

ექიმმა თქვა, მეფე სამ დღეში თუ არ გამომჯობინდა, ძალიან ცუდი ამბავი მოხდებაო.
 
ყველანი დანაღვლიანდნენ. უფროსმა მინისტრმა თვალებზე სათვალე დაიკოსა და იკითხა:
- მაინც რა მოხდება, თუ მეფე არ გამომჯობინდა?
 
ექიმს არ უნდოდა, პირდაპირ ეთქვა, აი, ეს მოხდებაო, მაგრამ მაინც ყველა მიხვდა, რომ მეფე მოკვდებოდა.
დაძმარებულ-დამწუხრებულმა უფროსმა მინისტრმა სასწრაფოდ თათბირი მოიწვია.
 
მინისტრებმა დიდ დარბაზში მოიყარეს თავი და გრძელი მაგიდის გარშემო შემოწყობილ სავარძლებში ჩასხდნენ. წინ ქაღალდი და ორი ფანქარი ედოთ; ერთი ფანქარი ჩვეულებრივი იყო, მეორე კი ისეთი, ნახევარი ლურჯი რომ არის და ნახევარი - წითელი. უფროსი მინისტრის წინ ზარიც იდო.
 
მინისტრებმა კარი გასაღებით ჩაკეტეს, ხელი არავინ შეგვიშალოსო, მერე სინათლე აანთეს, დასხდნენ და ჩუმად ისხდნენ, ხმას არ იღებდნენ.
ბოლოს უფროსმა მინისტრმა ზარი დააწკარუნა და თქვა:
- ახლა უნდა მოვითათბიროთ, როგორ მოვიქცეთ: ყველამ იცის, რომ მეფე ავად არის და ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი