მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (აღდგომის კუნძულის ქვის ქანდაკებები)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიო საოცრებები (აღდგომის კუნძულის ქვის ქანდაკებები)

წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძულზე ქვის უცნაური ქანდაკებები ჩამწკრივებულან. ისინი თითქოს ფხიზლად იცავენ გარშემო გადაშლილ უნაყოფო მიწებს.

ამ შორეულ კუნძულს ეს სახელი იმიტომ შეერქვა, რომ პირველი ევროპელები აქ აღდგომის დღეს მოვიდნენ. ქვის ქანდაკებების  არმია კუნძულის მოსახლეობამ თავიანთი გარდაცვლილი ბელადების პატივსაცემად შექმნა. თავები ვულკანური ქვისგანაა გამოკვეთილი. დღემდე ზუსტად არ იციან ეს უზარმაზარი ქვის ქანდაკებები რითი მოიტანეს ამ ადგილას. შესაძლოა, ხის მარხილებისა და მორების მეშვეობით მოჰქონდათ. ხანგრძლივი კვლევის მიუხედავად, მათი შექმნის ისტორია საიდუმლოებითაა მოცული.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: