მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ტაჯ მაჰალი)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიო საოცრებები (ტაჯ მაჰალი)

1631 - 1653 წლებში, ინდოეთში, მონღოლთა იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა თავის საყვარელ გარდაცვლილ მეუღლეს მავზოლეუმი აუგო. ტაჯ მაჰალი ინდოეთის ყველაზე ცნობილი ნაგებობაა. ის ქალაქ აგრაში, მდინარის პირას დგას. მისი სახელწოდება ნიშნავს „სასახლე - გვირგვინს".

მავზოლეუმის ასაგებად იმპერატორმა საუკეთესო არქიტექტორები და ოცი ათასი მუშა დაიქირავა. ტაჯ მაჰალის შიდა კედლები ძვირფასი და ნახევრადძვირფასი თვლებით არის მორთული. გარეთა მარმარილოს კედლებზე ყვავილებია ამოტვიფრული. ტაჯ მაჰალი გაძარცვეს, მაგრამ ინდოელებმა ის დიდი სიყვარულით აღადგინეს.  ის მდინარე ჯუმნას ნაპირზე, მარმარილოს პლათფორმაზე დგას, ამიტომ როცა მდინარე დიდდება, არაფერი ემართება.                           

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: