მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ბაბილონის ბაღები)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიო საოცრებები (ბაბილონის ბაღები)

მიდიის მეფის ასული ამიტასი მესოპოტამიაში გაათხოვეს. ის მთებში გაიზარდა, სადაც სულ სიმწვანე იყო და ამიტომ უჭირდა მესოპოტამიის გამომწვარ, უდაბურ ადგილას ცხოვრება. ის თავს უბედურად გრძნობდა. მისმა მეუღლემ, ნაბუქოდონოსორმა ცოლის საპატივცემულოდ დაკიდული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ბაღს პირამიდას ფორმა ჰქონდა და ოთხი იარუსისგან შედგებოდა. თითოეული იარუსი ოცდახუთმეტრიან სვეტებს ეჭირა. ბაღებს ოცდაოთხი საათი რწყავდნენ სპეციალური მოწყობილობით. მას ამიტასისთვის მშობლიური მიდიის ბუნება უნდა მოეგონებინა. ამ ხელოვნურ სამოთხეში სამეფო ოჯახს შეეძლო ესეირნა, დაესვენა და ესადილა. მცენარეები სემირამიდას ბაღებისთვის მიდიიდან ჩამოუტანიათ. დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა ჯიშის მცენარეები იზრდებოდა ბაბილონის დაკიდულ ბაღებში, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მეზობელი ასურეთის მეფის სამეფო ბაღებში ღვია, ნუში, ფინიკი, ზეთისხილი, ბროწეული, ქლიავი, მსხალი, კომში, ლეღვი და ყურძენი ხარობდა.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: