მეორე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (წმინდა მდინარე)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიო საოცრებები (წმინდა მდინარე)

დედამიწაზე უამრავი მდინარეა. მდინარეებს ჩვენი პლანეტის ცისფერ ძარღვებს უწოდებენ. მდინარეს აქვს სათავე - ადგილი, საიდანაც ის იწყება და შესართავი - ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე ნილოსია, ხოლო ყველაზე წყალუხვი - ამაზონი.

მდინარე განგი ჰიმალაის მთებში იღებს სათავეს ინდოეთის ოკეანეში ჩაედინება. ინდოეთში განგს წმინდა მდინარედ მიიჩნევენ. ყოველდღიურად ამ მდინარეში ათასობით ინდუსი განბანვის რიტუალს ასრულებს და სწამს, რომ ამ გზით ცოდვებისაგან იწმინდება. მორწმუნეები განგში ყვავილებსა და ზეთის მოტივტივე ლამპებსაც უშვებენ.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: