მეორე საფეხური
» წითელკუდა (ნაწყვეტი #3)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

წითელკუდა (ნაწყვეტი #3)

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და აქედან ძალიან შორს. თქვენ რომ შეგძლებოდათ ნებიერად გეფრინათ უღრანი ტყის თავზე, როგორც, მაგალითად, ცნობისმოყვარეობით განთქმულ ყვანჩალა ზიტას, უთუოდ შენიშნავდით ტყის შუაგულში, მდელოზე, აჩონჩხლილ პატარა ციხესიმაგრეს ქონგურებიანი გალავნით და ამ გალავანს გაყოლებული, წყლით ამოვსებული თხრილით.

უცნაური იყო ეს სათამაშოსმაგვარი ციხესიმაგრე და კიდევ უფრო უცნაური - ის ამბავი, აქ რომ დატრიალდა. უცნაური იყო, რადგან ეს ციხე-დარბაზიცა და ეს გალავანიც, თავის დროზე, ტყის უჩინარ ბინადრებს - პატარა, ჯადოქარ გნომებს აეშენებინათ. 

წითელკუდა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ზაზა აბზიანიძე