მეორე საფეხური
» ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #5)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ძილი მთელ სასახლეს საბანივით გადაეფარა. მეფე და დედოფალი ტახტებიდან ჩამოცურდნენ, მცველებმა ზეზეულად ამოუშვეს ხვრინვა, ხოლო მზარეულმა იმ ნამცხვარში ჩაჰკიდა თავი, რომელსაც სადღესასწაულოდ რთავდა.

ძილი სამზარეულოს კატასაც მოერია და ბრჭყალებში მოქცეული თაგვი გაექცა, თავლაში ცხენებმა თავები ჩაქინდრეს, სახურავზე შემომსხდარმა მტრედებმა კი თავი ფრთებქვეშ ამოიდეს. საათებმაც კი შეწყვიტეს წიკწიკი; ისრები ადგილზე გაუშეშდათ.

ერთი სიტყვით, სასახლეში ყველასა და ყველაფერს ძილი დაეუფლა, თუმცა - მხოლოდ სასახლეში, გარეთ კი დრო ძველებურად გადიოდა. 

ძმები გრიმების ილუსტრირებული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები