მეორე საფეხური
» მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #11)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (ნაწყვეტი #11)

გამოხდა ხანი და ა-ერიც მიადგა იმავე სოფელს. მას პური უკვე დიდი ხანია გამოლეოდა და კენკრითა და მცირე ნანადირევით იკვებებოდა. როდესაც ახალგაზრდა კაცები შენიშნა, რომლებიც თავიანთ ქონებას ეზიდებოდნენ, უმალ მათ დახმარებას შეუდგა. ხალხმა ა-ერსაც უამბო, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ ოქროს ჩამჩას შეეძლო, რომლითაც ხეობიდან წყალი უნდა ამოეხაპათ.

- მე სწორედ მეფე-დრაკონთან მივდივარ აღმოსავლეთის ზღვაში, - თქვა ა-ერმა, - როდესაც მასთან ჩავალ, აუცილებლად ვითხოვ თქვენთვის ოქროს ჩამჩას! - დამშვიდობებისას თავი დაუკრა ხალხს და გზა განაგრძო.

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ხალხური